სამაგისტრო კურსები სტუდენტებისთვის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის 27.01.2013

 მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი (საქართველო) და სოციალური მეცნიერებების ინსტიტუტი (ნოდერლანდები) სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს სთავაზობს ორ კურსს: „დეცენტრალიზაცია და მოქალაქეთა მონაწილეობა" და „ფისკალური დეცენტრალიზაცია და ადგილობრივი ეკონომიური განვითარება".
კურსები მომზადებულია ერასმუსის უნივერსიტეტის, სოციალურ მეცნიერებათა ინსტიტუტის ხელმძღვანელობით და ჩატარდება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე.
ორივე კურსი კურსი შექმნილია პროექტის "სამოქალაქო საზოგადოება განვითარებისთვის" ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტროს სოციალური გარდაქმნის პროგრამის (მატრა) ფინანსური მხარდაჭერით.
კურსები ღიაა როგორც სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებისთვის ასევე სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების წევრებისთვის. 2012-2013 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში კურსები უფასოა სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტებისთვის და სხვა დაინტერესებულ პირთათვის.
კურსს „დეცენტრალიზაციის ეკონომიკური საფუძვლები" - წაიკითხავს მაკა ჭითანავა, მკვლევარი თბილისი ეკონომიკის საერთაშორისო სკოლაში. კურსის მსვლელობისას მიმოხილული იქნება ხელისუფლების სხვადასხვა დონეებს შორის ფინანსური ურთიერთობების მთავარი პრინციპები და ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების სხვადასხვა სტრატეგიები.
კურსს „დეცენტრალიზაცია და მოქალაქეთა მონაწილეობა" - წაიკითხავს არჩილ ჟორჟოლიანი ( გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება). სწავლის პროცესში გამოყენებული იქნება მაგალითები როგორც საქართველოდან, ისევე სხვა ქვეყნებიდან.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ ქვემოდ მითითებულ მისამართზე 1) მოტივაციის წერილი 2) CV ან რეზიუმე.
საბუთების გამოგზავნის ბოლო ვადა 2013 წლის 25 თებერვალი, 16 : 00 საათი.
გია გოთუა საუნივერსიტეტო პროგრამის კოორდინატორი ტელ : 995 93 25 27 19 ელ.ფოსტა: ggotua@gmail.com


უკან დაბრუნება..
გამოცემები ...
სიახლეების გამოწერა
  
სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები
ლინკები ...

კონტაქტი

მისამართი: თბილისი, წერეთლის გამზირი #72
ტელ: +995 32 235 51 54/235 77 37
ელ–ფოსტა: info@cipdd.org

CDS © 2012

ყველა უფლება დაცულია