მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი და კონრად ადენაუერის ფონდის სამხრეთ კავკასიის ოფისი უკვე მეორედ გთავაზობთ პროექტს „მსოფლიო რელიგიათა კლუბი“.
კურსის მონაწილეებს ხუთი თვის განმავლობაში საშუალება ექნებათ გაეცნონ მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული რელიგიების (იუდაიზმი, ქრისტიანობა, ისლამი, ჰინდუიზმი, ბუდიზმი და ა.შ) ძირითად არსს და ისტორიას, დაესწრონ შესაბამისი დარგის წამყვანი სპეციალისტების ლექციებს და შეხვდნენ ამა თუ იმ რელიგიის წარმომადგენლებს. კურსი ასევე ითვალისწინებს თბილისის რელიგიური ძეგლების და ცენტრების დათვალიერებას.
ლექციები ჩატარდება 27 თებერვლიდან ყოველ ოთხშაბათს 16–იდან 18 საათამდე. ლექციების კურსი უფასოა. სრული კურსის დასრულებისას გაიცემა სერტიფიკატი.
განაცხადის შემოტანა შეუძლიათ 18–იდან 30 წლამდე ახალგაზრდებს. განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 15 თებერვალი.
განაცხადის ფორმა იხილეთ საიტზე: www.cipdd.org
აპლიკაციები გამოგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: shoko-baz@cipdd.org
აპლიკაციის ფორმა
უკან დაბრუნება..