საგრანტო კონკურსი სამოქალაქო საზოგადოებისა და თავისუფალი მედიის მხარდასაჭერად21.02.2013

მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი აცხადებს საგრანტო კონკურსს სამოქალაქო საზოგადოებისა და თავისუფალი მედიის მხარდასაჭერად.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოში მოქმედ არასამთავრობო და მედია-ორგანიზაციებს. კონკურსში პრიორიტეტი მიენიჭება შემდეგი მიმართულების პროექტებს:
• მიმდინარე საზოგადოებრივი და პოლიტიკური ვითარების მონიტორინგი და ანალიზი, მიღებული ინფორმაციის ფართო გავრცელება და განხილვა
• მოქალაქეთა ჩართვა დისკუსიებში დემოკრატიის განვითარების კონკრეტული გზების განსახილველად
• მედიაში ინტერნეტული პლატფორმების განვითარება და მათი გამოყენება ზემოაღნიშნული მიზნებისთვის
• ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარება
• ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების უფლებათა დაცვა და მათი სამოქალაქო პროცესებში ჩართვა საპროექტო საქმიანობა უნდა დაიწყოს არაუადრეს 2013 წლის 1 აპრილისა და დასრულდეს არაუგვიანეს 2013 წლის 31 დეკემბრისა. პროექტზე მოთხოვნილი თანხა არ უნდა აღემატებოდეს 40.000 (ორმოცი ათას) ლარს. დასაშვებია პროექტის თანადაფინანსება სხვა წყაროდან. თანადაფინანსების დამადასტურებელი დოკუმენტაცია პროექტს თან უნდა ერთვოდეს. დაინტერესებულმა ორგანიზაციებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:
1. საგრანტო განაცხადი (იხ. ფორმა)
2. პროექტის დირექტორის და წევრების ბიოგრაფიები (CV)
3. სფეროში მომუშავე ექსპერტების ან ორგანიზაციების ორი სარეკომენდაციო წერილი
4. პროექტის ბიუჯეტი Excel-ის ფაილის სახით საპროექტო განაცხადი მიიღება ქართულ ენაზე.
განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 2013 წლის 12 მარტი. განაცხადი მიიღება მხოლოდ ელექტრონულად შემდეგ მისამართზე: konkursi@cipdd.org


უკან დაბრუნება..
გამოცემები ...
სიახლეების გამოწერა
  
სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები
ლინკები ...

კონტაქტი

მისამართი: თბილისი, წერეთლის გამზირი #72
ტელ: +995 32 235 51 54/235 77 37
ელ–ფოსტა: info@cipdd.org

CDS © 2012

ყველა უფლება დაცულია