საქართველო და შვედეთი ბირთვული გაუვრცელებლობის რეჟიმის მონაწილე ქვეყნები: გლობალური, რეგიონული და პრაქტიკული საკითხები 26.07.2012
2011 წლის 14-15 აპრილს შვედეთის რადიაციული უსაფრთხოების სამსახურმა და მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტმა ჩაატარა სამუშაო შეხვედრა თემაზე “ საქართველო და შვედეთი ბირთვული გაუვრცელებლობის რეჟიმის მონაწილე ქვეყნები: უსაფრთხოების გლობალური, რეგიონული და პრაქტიკული საკითხები”.
ღონისძიებაზე მონაწილეებმა მოუსმინეს შვედეთის და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და სხვა უწყებების პასუხისმგებელი პირების მოხსენებებს, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმოადგენელებს, უცხოელ ექსპერტებს და დეტალურად ესაუბრნენ თანამედროვე გლობალური ტენდენციების შესახებ ბირთვული გაუვრცელებლობისა და ბირთვული უსაფრთხოების სფეროში.
საქართველო, როგორც 2010 წელს ჩატარებული ბირთვული სამიტის და გაუვრცელებლებლობის ხელშეკრულების მიმოხილვის კონფერენციის მონაწილე ქვეყანა, იზიარებს საერთაშორისო სამართლებრივი ინსტრუმენტების ფარგლებში დასახულ მიზნებს, კერძოდ, მხარს უჭერს გაეროს უშიშროების საბჭოს 1540 რეზოლუციას, ხელს უწყობს ბირთვულ გაუვრცელებლობას და ბირთვული ნივთიერებების უსაფრთხოების უზრუნველყოფას.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ შვედეთის განსხვავებული გამოცდილება და ისტორია დაეხმარება საქართველოს ბირთვული გაუვრცელებლობის სფეროში საკუთარი როლის უკეთესად გაგებასა და პრაქტიკული საკითხების გადაწყვეტაში. 2010 წ. თბილისის შეხვედრა საშუალებას მისცემს შვედ და ქართველ ესპერტებს ორი არასრული დღის მანძილზე ისაუბრონ ბირთვული გაუვრცელებლობის სფეროში არსებულ ეროვნული პრიორიტეტებსა და გამოცდილების შესახებ. აღინშნული შეხვედრა მიზნად ისახავს შვედეთის მხრიდან საქართველოსათვის გაწეული დახმარების პროგრამების ეფექტიანობის გაზრდას, რაც, ასევე, დადებითად იმოქმედებს საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოებაზე.

უკან დაბრუნება..