საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო18.03.2013
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ თენგიზ შერგელაშვილმა, 13 მარტს, შიდა ქართლის რეგიონის არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს დეცენტრალიზაციისა და თვითმმართველობის განვითარების სტრატეგიის ძირითადი პრინციპები გააცნო და აღნიშნული სტრატეგიის მიმართულებები მათთან ერთად განიხილა. თვითმმართველობის კონცეფციის განხილვა საქართველოს ყველა რეგიონში იგეგმება. დამატებით ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცანოთ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საიტზე: http://mrdi.gov.ge/ge/component/content/article/5-archive/956-tengiz-shergelashvili-introduced-the-basic-principles-of-the-strategy-of-decentralization-and-development-of-self-government-to-the-representatives-of-ngo-s-of-shida-kartli-region.html
უკან დაბრუნება..
|
გამოცემები ...
|