პრეს რელიზი "სამოქალაქო საზოგადოებისა და თავისუფალი მედიის მხარდასაჭერი კონკურსის" აპლიკაციების ვადის გახანგრძლივების შესახებ13.04.2013

                                       პრეს რელიზი
"სამოქალაქო საზოგადოებისა და თავისუფალი მედიის მხარდასაჭერი კონკურსის"
                 აპლიკაციების მიღების ვადის გახანგრძლივების შესახებ.

*აპლიკაციების მიღების ვადის გახანგრძლივება გამოწვეული იყო სურვილით, კონკურსში მონაწილეობის საშუალება მაქსიმალურად დიდი რაოდენობის მედია ორგანიზაციებს, მათ შორის სხვადასხვა მედია საშუალებებსაც მისცემოდათ.
* მედია საშუალებათა უმრავლესობა დარეგისტრირებულია როგორც სამეწარმეო იურიდიული პირი, რაც იმთავითვე უქრობთ მათ საგრანტო კონკურსში მონაწილეობის საშუალებას.

                                                              საქართველოს კანონი გრანტების შესახებ

საქართველოს კანონი გრანტების შესახებ - კანონის მიხედვით გრანტის მიმღები შეიძლება იყოს მხოლოდ შემდეგი სახის ორგანიზაციები :
                                                              მუხლი 4. გრანტის მიმღები (14.12.2006 N3974)

ა) საქართველოს სახელმწიფო საქართველოს პრეზიდენტის მიერ უფლებამოსილი ორგანოს (ორგანიზაციის) სახით;
ბ) საქართველოს მთავრობა საქართველოს მთავრობის მიერ უფლებამოსილი ორგანოს სახით;
გ) საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო;
დ) საქართველოს რეზიდენტი ან არარეზიდენტი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, მისი წარმომადგენლობა, ფილიალი, განყოფილება; ე) საჯარო სამართლის იურიდიული პირი;
ვ) საქართველოს მოქალაქე.
ვ1) პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირი; (1.07.2011 N 4996)
ზ) აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება. (21.07.2010 N 3566)
თ) საერთაშორისო ორგანიზაცია, სხვა სახელმწიფოს სამეწარმეო ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი. (15.05.2012 N 6172)
საგრანტო კონკურის მაქსიმალურად ხელმისაწვდომობის მიზნით, იმ ორგანიზაციებს, რომლებიც კანონში ჩამოთვლილ პუნქტებს არ შეესაბამებიან, სურვილისამებრ საშუალება ეძლევათ დარეგისტრირდნენ შესაბამისი იურიდიული სტატუსით და შემოიტანონ განაცხადი.
                                                            განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2013 წლის 21 აპრილი


უკან დაბრუნება..
გამოცემები ...
სიახლეების გამოწერა
  
სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები
ლინკები ...

კონტაქტი

მისამართი: თბილისი, წერეთლის გამზირი #72
ტელ: +995 32 235 51 54/235 77 37
ელ–ფოსტა: info@cipdd.org

CDS © 2012

ყველა უფლება დაცულია