9 სექტემბერს კავკასიური ინსტიტუტის საკონფერენციო დარბაზში (მისამართი: წერეთლის 72, მე-2 სართული) ტარდება სემინარი სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია - მაკედონური გამოცდილების გაზიარება.
სემინარის პირველი ნაწილში მაკედონური კველვითი ორგანზიაციების წარმომადგენლები - მარია რისტესკა და ჟიდას დასკალოვსკი - ისაუბრებენ საჯარო პოლიტიკის სფეროში
ადვოკატირების აპრობირებულ ტექნიკებზე და საგზაო რუკის განხორციელების მონიტორინგის მაკედონურ გამოცდილებაზე. მეორე ნაწილში წარმოდგენილი იქნება მოხსენებები
ევროკავშირსა და საქართველოს შორის უვიზო მიმოსვლის პერსპექტივების და ამ კუთხით აღმოსავლეთის პარტნიორობის ექვსივე ქვეყნაში არსებული მდგომარეობის შესახებ.
სემინარის ბოლოს გაიმართება დისკუსია, რომლის დროსაც მოხდება საქართველოსთვის ვიზის ლიბერალიზაციის ადვოკატირების გეგმის შემუშავება.
სემინარი ტარდება PASOS-ისა და კავკასიური ინსტიტუტის ერთობლივი პროექტის აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებსა და ევროკავშირს შორის უვიზო რეჟიმის ხელშეწყობა (www.novisa.ge ) ფარგლებში.
უკან დაბრუნება..