სტუდენტური დებატები30.04.2013

   მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის ორგანიზებით
                              და ევროპის საბჭოს ფინანსური მხარდაჭერით

                                  ეწყობა სტუდენტური დებატები თემაზე:
   
 სამართლიანი არჩევნების როლი დემოკრატიული განვითარების პროცესში


სტუდენტური დებატები ჩატარდება საქართველოს ხუთ საუნივერსიტეტო ქალაქში:
ახალციხე, ბათუმი, თბილისი, თელავი, ქუთაისი.
ყოველ ქალაქში გამოვლინდება გამარჯვებული გუნდი, რომლის წევრებს დააჯილდოვებენ და მიიწვევენ საზაფხულო სკოლაში 2013 წლის აგვისტოში.
დებატებში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ბაკალავრიატის სტუდენტებს

                                სტუდენტური დებატების მიზნები:

• სტუდენტებს შორის არჩევნების თემაზე მსჯელობის წახალისება;
• სამოქალაქო მონაწილეობისა და არგუმენტირებული საჯარო დისკუსიის პოპულარიზაცია;
• ახალგაზრდებში არგუმენტირებული დისკუსიის უნარ–ჩვევების განვითარება.

                                  სტუდენტური დებატების ვადები:

5 - 30 მაისი - სტუდენტური გუნდების დარეგისტრირება;
1 - 15 ივნისი - საუნივერსიტეტო ქალაქებში დებატების ჩატარება;
5 - 11 აგვისტო - საზაფხულო სკოლა გამარჯვებული გუნდების წევრებისთვის.

                                 სტუდენტური დებატების პირობები:

• დებატებში მონაწილე უნდა იყოს საქართველოში აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლის ბაკალავრიატის სტუდენტი;
• მონაწილე უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე. სტუდენტური დებატების წესები:
• დებატები ტარდება პოპერის მეთოდით;
• ყოველი გუნდი შედგება სამი წევრისაგან;
• გუნდი უნდა დარეგისტრირდეს 5-დან 30 მაისამდე.

         დარეგისტრირებისათვის გუნდის კაპიტანმა keti@participate.ge -ზე უნდა გამოაგზავნოს:

(1) ქალაქი,
(2) უნივერსიტეტის დასახელება,
(3) გუნდის დასახელება,
(4) გუნდის წევრების სახელი, გვარი, ფაკულტეტი და კურსი,
(5) გუნდის წევრების საკონტაქტო ინფირმაცია: მისამართი, ტელეფონი, ელფოსტა;

 • რეგისტრაციის წერილის სათაურში მითითებული უნდა იყოს: სტუდენტური დებატები – 2013/Student Debates 2013;
• ყველა დარეგისტრირებული გუნდი მიიღებს საინფორმაციო ბუკლეტს სტუდენტური დებატების და კონკურსის წესების დეტალური აღწერით;
• დასახელებული ქალაქების დებატების ფინალში გასული ორი გუნდის წევრები დაჯილდოვდებიან. გამარჯვებულებს კი მიიწვევენ 5-დღიან საზაფხულო სკოლაში: სამოქალაქო მონაწილეობა და არგუმენტირებული საჯარო დებატები.
საზაფხულო სკოლა ჩატარდება აგვისტოს პირველ ნახევარში ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით.
• საზაფხულო სკოლის დასასრულს მოეწყობა დებატები მონაწილე გუნდებს შორის და გამოვლინდება გამარჯვებული.

                    სტუდენტური დებატების პარალელურად ჩატარდება ბლოგების კონკურსი

 კონკურსი ღიაა საქართველოს ხუთ საუნივერსიტეტო ქალაქში (თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, ახალციხესა და თელავში) რეგისტრირებული უმაღლესი სასწავლებლის ბაკალვრიატის ყველა სტუდენტისთვის

.                               საკონკურსო ბლოგების ზოგადი თემებია:

სამართლიანი არჩევნები დემოკრატიული განვითარების პროცესში;
არგუმენტირებული დებატების მნიშვნელობა საჯარო დისკუსიებში;
პოლიტიკური არჩევანის გაკეთების წინაპირობები.
შესაძლებელია ზოგადი თემების დავიწროება და ამ საკითხებთან დაკავშირებული კონკრეტული პრობლემატიკის გამოვლენა.
კონკურსში მონაწილე სტუდენტმა ბლოგი უნდა გამოაგზავნოს მისამართზე: keti@participate.ge ან nino@participate.ge და წერილში მიუთითოს ბლოგის ავტორის: სახელი, გვარი, საკონტაქტო ინფორმაცია.
ბლოგის ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 2 გვერდს. ბლოგების გამოგზავნა შესაძლებელია 5 მაისიდან 20 ივლისის ჩათვლით. ბლოგები გამოქვეყნდება კავკასიური ინსტიტუტის საიტებზე და facebook-ის გვერდებზე. ივლისის ბოლოს ჟიური გამოავლენს და დააჯილდოვებს გამარჯვებული 3 ბლოგის ავტორს. დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერეთ keti@participate.ge დებატების შესახებ სრული ინფორმაცია იხილეთ ვებ-გვერდზე www.participare.ge ან www.cipdd.org

                                               რეგისტრაციის ფორმა


უკან დაბრუნება..
გამოცემები ...
სიახლეების გამოწერა
  
სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები
ლინკები ...

კონტაქტი

მისამართი: თბილისი, წერეთლის გამზირი #72
ტელ: +995 32 235 51 54/235 77 37
ელ–ფოსტა: info@cipdd.org

CDS © 2012

ყველა უფლება დაცულია