
რუსთავი 2-ის ეთერში, გადაცემა „პოზიციაში“, ილიას უნივერსიტეტის პროფესორმა გია ნოდიამ პრემიერ-მინისტრის და მისი გუნდის ფსიქოლოგიურ პრობლემაზე ისაუბრა, რაც, მისი აზრით, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აკვიატებაში გამოიხატება. "არჩევნების შემდეგ მე ვხედავ ფსიქოლოგიურ პრობლემას, პირველ რიგში პრემიერის მხრიდან, მაგრამ არამხოლოდ მისი მხრიდან, ერთგვარ აკვიატებას, ობსესიას აქვს ადგილი მიხეილ სააკაშვილისა და "ნაციონალური მოძრაობის" მიმართ. ძალიან უჭირს პრემიერს ისაუბროს სხვა თემაზე და არა მიხეილ სააკაშვილსა და "ნაციონალურ მოძრაობაზე"- აცხადებს ნოდია. მისი თქმით, არჩევნების წინ გასაგები იყო, რომ ივანიშვილის მთავარ მისიას წინა ხელისუფლების ჩანაცვლება წარმოადგენდა და წმინდად ნეგატიური კამპანია მიმდინარეობდა ქართული ტრადიციის შესაბამისად. თუმცა, ახალი ხელისუფლების მოსვლიდან დიდი ხანი გავიდა და ასეთი დამოკიდებულება აკვიატებად იქცა.
http://www.tabula.ge/article-30807.html
უკან დაბრუნება..