2011-2012 აკადემიური წლის შემოდგომის სემესტრში ილიას უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერებების სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში წაიკითხება კურსი "დეცენტრალიზაციის ეკონომიკური საფუძვლები”. კურსს წაიკითხავს პოტსდამის უნივერსიტეტის ლექტორი - დოქტორი ელგუჯა ხოკრიშვილი. სილაბუსი მომზადებულია სერთაშორისო სოციალური მეცნიერებების ინსტიტუტის (ჰააგა, ნიდერლანდები) და კავკასიური ინსტიტუტის ხელმძღვანელობით და დაფინანსებულია ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ.კურსის მსვლელობისას მიმოხილული იქნება ხელისუფლების სხვადასხვა დონეებს შორის ფინანსური ურთიერთობების მთავარი პრინციპები და ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების სხვადასხვა სტრატეგიები. სწავლის პროცესში გამოყენებული იქნება მაგალითები როგორც საქართველოდან, ისევე სხვა ქვეყნებიდან. კურსი ღიაა არასამთავრობო ორგანიზაციის წევრებისთვისაც.
2011-2012 აკადემიური წლის შემოდგომის სემესტრში ილიას უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერებების სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში წაიკითხება კურსი "დეცენტრალიზაცია და მოქალაქეთა მონაწილეობა". კურსს წაიკითხავს არჩილ ჟორჟოლიანი (გერმანიის ტექნიკური ანამშრომლობა). სილაბუსი მომზადებულია სერთაშორისო სოციალური მეცნიერებების ინსტიტუტის (ჰააგა, ნიდერლანდები) ხელმძღვანელობით და დაფინანსებულია ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ. კურსის მსვლელობისას მიმოხილული იქნება ხელისუფლების ადგილებზე განაწილების ტრატეგიები და დეცენრალიზებული მმართველობის პროცესში მოქალაქეთა ჩართვის მექანიზმები. სწავლის პროცესში გამოყენებული იქნება მაგალითები როგორც საქართველოდან, ისევე სხვა ქვეყნებიდან. კურსი ღიაა არასამთავრობო ორგანიზაციის წევრებისთვისაც.
დამატებითი ინფორმაციისთვისდ აუკავშირდით გია გოთუას.
უკან დაბრუნება..