საქართველოსა და ევროკავშირს შორის კარგად მართული მიგრაციის ხელშეწყობა. 06.06.2013
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი ერთობლივად ახორციელებენ ევროკავშირის დაფინანსებულ პროექტს: "საქართველოსა და ევროკავშირს შორის კარგად მართული მიგრაციის ხელშეწყობა." 30-თვიანი პროექტის ზოგადი მიზანია ევროკავშირსა და საქართველოს შორის კარგად მართული მიგრაციის ხელშეწყობა.
პროექტი ფოკუსირდება ოთხ მთავარ ამოცანაზე:
* მიგრაცია და განვითარება
* მიგრაციის კანონმდებლობისა და პოლიტიკის განვითარების ხელშეწყობა
* არალეგალური მიგრაციისა და ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლა
* მიგრანტთა უფლებების დაცვა
პროექტი ხორციელდება როგორც თბილისში, ისე საქართველოს ათ რეგიონში - გურია, იმერეთი, ქვემო ქართლი, კახეთი, მცხეთა-მთიანეთი, რაჭა-ლეჩხუმი, სამეგრელო- ზემო სვანეთი, სამცხე-ჯავახეთი, შიდა ქართლი, აჭარა.
სრული ვერსია
უკან დაბრუნება..