მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის ორგანიზებით და ევროპის საბჭოს ფინანსური მხარდაჭერით ეწყობა ესეს/სტატიის კონკურსი ბლოგისთვის. კონკურსი ღიაა საქართველოს ხუთ საუნივერსიტეტო ქალაქში (თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, ახალციხესა და თელავში) რეგისტრირებული უმაღლესი სასწავლებლის ბაკალვრიატის ყველა სტუდენტისთვის.
საკონკურსო ესეს/სტატიის ზოგადი თემებია:
* სამართლიანი არჩევნები დემოკრატიული განვითარების პროცესში;
* არგუმენტირებული დებატების მნიშვნელობა საჯარო დისკუსიებში;
*პოლიტიკური არჩევანის გაკეთების წინაპირობები.
შესაძლებელია ზოგადი თემების დავიწროება და ამ საკითხებთან დაკავშირებული კონკრეტული პრობლემატიკის გამოვლენა.
დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერეთ nino@participate.ge ; keti@participate.ge
უკან დაბრუნება..