18-30 ივნისს საქართველის ხუთ საუნივერსიტეტო ქალაქში, კერძოდ: თელავი, ახალციხე, ქუთაისი, ბათუმი და თბილისი, გაიმართა სტუდენტური დებატები თემაზე: სამართლიანი არჩევნების როლი დემოკრატიული განვითარების პროცესში. სტუდენტური დებატების ყველა მონაწილეს გადაეცა სერთიფიკატი, ხოლო ფინალში გასული გუნდის ყველა მონაწილეს-წიგნის ვაუჩერი. ფინალისტები კავკასიურმა ინსტიტუტმა დააჯილდოვა პლანშეტური კომპიუტერებით, ხოლო ნახევარ ფინალისტები-მობილური ტელეფონებით. 5-11 აგვისტოს საქართველოს ხუთივე ქალაქის გამარჯვებული გუნდის წევრები გაემგზავრებიან საზაფხულო სკოლაში, სადაც გამოვლინდება ფინალისტ გუნდებს შორის გამარჯვებული.
უკან დაბრუნება..