გურიის რეგიონის, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ თხინვალში ხორციელდება პროექტი `თვითმმართველობა-ეს ჩვენ ვართ”. პროექტის მიზანია, სათემო კავშირის `იმედი” ბაზაზე შესაბამისი ცოდნით, უნარ-ჩვევებითა და თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი საზოგადოებრივი სათათბიროს ჩამოყალიბება, რომელიც უნდა გახდეს შემაკავშირებელი მოსახლეობასა და ხელისუფლებას შორის, უნდა შეავსოს, სრულყოს და გააქტიუროს დღეისათვის არსებული თვითმმართველობა.
პროექტის ფარგლებში 4, 6, 9 , 13, 15 ივლისს
ჩატარდა ტრენინგები სხვადასხვა თემატიკაზე:
* ადგილობრივი თვითმმართველობის არსი და განხორციელების ფორმები;
* ადგილობრივი თვითმართველობის შესახებ კანონპროექტის განხილვა, დისკუსია;
* ბავშვთა და მოზარდთა უფლებები, მოხალისეობრივი შრომა, თანამონაწილეობითი დაგეგმვა.
უკან დაბრუნება..