5-11 აგვისტოს, ლოპოტაზე, კავკასიურმა ინსტიტუტმა უმასპინძლა საზაფხულო სკოლას, რომელშიც მონაწილეობა მიიღო სტუდენტურ დებატებში გამარჯვებული 5 ქალაქის გუნდმა, კერძოდ: თბილისი, ქუთაისი, თელავი, ბათუმი და ახალციხე. სტუნდეტურ დებატებში თემაზე: "სამართლიანი არჩევნების როლი დემოკრატიული განვითარების პროცესში", გამარჯვება მოიპოვა ახალციხის გუნდმა, რომელიც ფინალში ბათუმის გუნდს დაუპირისპირდა.
საზაფხულო სკოლის მონაწილეებს ჩაუტარდათ ლექციები და გაიმართა დისკუსიები შემდეგ თემაზე:
*დებატების ხელოვნება
*საჯარო გამოსვლა
* დემოკრატიზაციის პორცესი.
ასევე გაიმართა კინო ჩვენება, რომლის ფარგლებშიც სტუდენტები გაეცნენ ორ ფილმს:"ჩურჩულიდან კივილამდე" (დოკუმენტური) და "კატერინა ბლუმის შელახული ღირსება(მხატვრული)
უკან დაბრუნება..