პროექტი: ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში ახალგაზრდების ინტეგრაცია საგანმანათლებლო და კულტურული ინიციატივების მეშვეობით25.09.2013

სამოქალაქო საზოგადოების განვითარება და სამოქალაქო ინტეგრაცია ევანგელისტური განვითარების სამსახურის (EED) პროექტი - "ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში ახალგაზრდების ინტეგრაცია საგანმანათლებლო და კულტურული ინიციატივების მეშვეობით"- დასრულდა. კავკასიურმა ინსტიტუტმა პროექტის წარმატებული ფინალი აღნიშნული რეგიონების მოსწავლე ახალგაზრდობასთან, პედაგოგებთან და პროექტის კოორდინატორებთან აღნიშნა.
პროექტი ქვეყნის საზოგაოდებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში არაქართულენოვანი მოსახლეობის ინტეგრაციას საქმეს ემსახურებოდა. ხსენებული რეგიონების მოსწავლე ახალგაზრდობაში ინტერკულტურული ურთიერთობების დასანერგად და განსავითარებლად, ბოლნისში და ნინოწმინდაში ინტერკულტურული ურთიერთობების ცენტრები გაიხსნა. ამ ცენტრების გამოყენებით ეწყობოდა სადისკუსიო შეხვედრები ხელოვნების დარგის მუშაკებთან, იმართებოდა ვიქტორინები და ინტელექტუალური თამაშები მოსწავლეთა გუნდებს შორის. ახლადდაარსებულ მედია-კლუბში უფროსკლასელები დოკუმენტური და მხატვრული კინოს გადაღების ჩვევებს ეუფლებოდნენ; შემაჯამებელ შეხვედრაზე კავკასიურ ინსტიტუტში მოეწყო მოსწავლე-ახალგაზრდობის მიერ გადაღებული დოკუმენტური ფილმების ჩვენება, რომელსაც დარბაზი აღფრთოვანებული შეხვდა. რეგიონის არაქართულენოვანი მოსახლეობა მუდმივად იყო საქმის კურსში განათლების რეფორმის ახალ-ახალი ინიციატივების შესახებ, რათა ხელიდან არ გაეშვათ საგანმანათლობლო რეფორმის შედეგად მასწავლებლების და მოსწავლეებისათვის წარმოქმნილი ახალი შესაძლებლობები;
*ხდებოდა ქართული ენის შესწავლა
* ტარდებოდა სასკოლო კურსები: "ჩემი საყვარელი ქართული მოთხრობა" *"ჩემი საყვარელი აზერბაიჯანული/სომხური სიტყვა" ამ ყოველივეს კავკასიური ინსტიტუტი რეგიონალურ პარტნიორებთან: ბოლნისის "ენის სახლთან", რომლის ძირითადი მიზანი ქართულის, როგორც მეორე ენის სწავლება და ჯავახეთის "ჯანსაღ საზოგადოებასთან", რომელიც სასკოლო განათლების საკიხებით იყო დაკავებული - თანამშრომლობით ახორცილებდა.


უკან დაბრუნება..
გამოცემები ...
სიახლეების გამოწერა
  
სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები
ლინკები ...

კონტაქტი

მისამართი: თბილისი, წერეთლის გამზირი #72
ტელ: +995 32 235 51 54/235 77 37
ელ–ფოსტა: info@cipdd.org

CDS © 2012

ყველა უფლება დაცულია