მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის რეგიონული განვითარებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის რესურს ცენტრში შესაძლებლობა გეძლევათ გაეცნოთ ბაზ დენტერსისა და ლოურენს ე. როსის რედაქტორობით გამოცემულ წიგნს „Comparing Local Governance: Trends and Developments" . წიგნი დასავლურ ინდუსტრიულ სამყაროში ადგილობრივი მმართველობის მრავალმხრივ შეფასებას გვთავაზობს. მასში სხვადასხვა ქვეყნის წამყვანი ექსპერტები ადგილობრივი მმართველობის სისტემის ტიპებისა თუ მოდელების მთელ სპექტრს წარმოადგენენ. საჯარო მმართველობის რეფორმების გავლენას, თემის მართვის ახალ ფორმებსა და ცენტრისა და რეგიონების ურთიერთობაში ცვლილებებს წიგნში მთავარი ყურადღება ეთმობა. „Comparing Local Governance" განსაკუთრებით გამოადგებათ იმ პროფესიონალებს, რომლებსაც სურთ ინდუსტრიულ სამყაროში ადგილობრივი მმართველობის განვითარებაზე მეტი შეიტყონ.
უკან დაბრუნება..