
ჩვენი ინსტიტუტის რეგიონული განვითარებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის რესურს ცენტრში, შესაძლებლობა გეძლევათ გაეცნოთ, ანდრეი კოზმინსკისა და ჯორჯ იპის რედაქტორობით გამოცემულ წიგნს "Strategies for Central and Eastern Europe". რომელიც გვთავაზობს დიდი ბიზნესის მომავლის ანალიზს იმ ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებისთვის, რომლებიც ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში მდებარეობენ. 1990 წლების დრამატულ პოლიტიკურ ცვლილებებს დაუყოვნებლივ მოჰყვა დიდი უცხოური ინვესტიციების შემოდინება. მიუხედავად ამისა, მრავალი ტრანსნაციონალური კომპანია ჯერ კიდევ ცდილობს რეგიონის ჩართვას საკუთარ გლობალურ სტრატეგიაში. წიგნი ეხმაურება მათ წინაშე არსებულ სირთულეებს და წარმატებული გლობალური, თუ რეგიონული სტრატეგიების განვითარებისთვის სისტემასაც გვთავაზობს. წიგნში რეგიონული ექსპერტების მიერ შევსებული თავები არის პრაქტიკული სახელმძღვანელო იმ ადგილობრივი ეკონომიკური, სავაჭრო, ინსტიტუციური და კულტურული ფაქტორებისთვის, რომლებიც გავლენას ახდენენ ამგვარი მიზნების წარმატებულ განხორციელებაზე. წიგნი უნგრეთს, პოლონეთს, ჩეხეთს, სლოვაკეთს, სლოვენიას, რუმინეთს, ბულგარეთსა და უკრაინას ეხება. ვარსკვლავური რეიტინგი თითოეულ ქვეყანაში ბიზნეს-შესაძლებლობებს აჯამებს და მოიცავს მთავარი ინვესტორების, ექსპორტიორების, მულტინაციონალური და რეგიონის ადგილობრივი კომპანიების სიას.
უკან დაბრუნება..