ირაკლი ღარიბაშვილი საარჩევნო ბარიერის 50%-მდე გაზრდის ინიციატივით გამოდის 18.02.2014
პრემიერის ინიციატივით, ყველა თვითმმართველ ქალაქში მერები პირდაპირი გზით 50%-იანი ბარიერით აირჩევა. ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკურ ძალებს სთავაზობს, ქვეყნის მასშტაბით ყველა მუნიციპალიტეტში გამგებლების არჩევაც 50%-იანი ბარიერის გადალახვის გზით მოხდეს. ირაკლი ღარიბაშვილმა გუშინ გამართულ შეხვედრაზე მმართველი კოალიცია აღნიშნული ინიციატივის მხარდაჭერაზე დაითანხმა. პარლამენტში ინიცირებული პროექტის მიხედვით, გამგებლის ასარჩევად 33%-იანი ბარიერი, ხოლო მერების ასარჩევად 40%-იანი საარჩევნო ბარიერია გათვალისწინებული. გამოყენებულია ინტერპრესნიუსის მასალა: http://www.interpressnews.ge/ge/politika/270262-irakli-gharibashvili-saarchevno-barieris-50-mde-gazrdis-iniciativith-gamodis.html