კონრად ადენაუერის ფონდის რეგიონული პროგრამა „ სამხრეთ კავკასიის პოლიტიკური დიალოგი“ და მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი უკვე მესამედ გთავაზობთ პროექტს „მსოფლიო რელიგიათა კლუბი“. კურსის მონაწილეებს ხუთი თვის განმავლობაში საშუალება ექნებათ, გაეცნონ მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული რელიგიების (იუდაიზმი, ქრისტიანობა, ისლამი, ჰინდუიზმი, ბუდიზმი და ა.შ) ძირითად არსს და ისტორიას. დაესწრონ შესაბამისი დარგის წამყვანი სპეციალისტების ლექციებს და შეხვდნენ ამა თუ იმ რელიგიის წარმომადგენლებს. კლუბის წევრები ასევე მოისმენენ ლექციებს რელიგიასთან დაკავშირებულ აქტუალურ დებატებზე პოლიტიკურ და სოციალურ მეცნიერებებში. მონაწილეობას მიიღებენ კლუბის მიერ ორგანიზებულ დისკუსიებში.
პირველი ლექციის თემა იყო - " რა არის რელიგია". მომხსენებელი - ლევან გიგინეიშვილი. ლექცია-დისკუსი სამი საათი გაგრძელდა.
უკან დაბრუნება..