კავკასიური ინსტიტუტის და საია-ს ერთობლივი პროექტის "ევროკავშირს და საქართველოს შორის კარგად მართული მიგრაციის ხელშეწყობა" ფარგლებში 28-29 ივლისს კაჭრეთში ჩატარდა სემინარი "არქიტექტურა და ქალაქმშენებლობა: მშენებლობის წარმოება და ორგანიზაცია". პროექტის ერთ-ერთი მიზანია, საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეების როლის გაზრდა ქვეყნის განვითარების პროცესში. ტრენინგი ჩაატარეს გელა და ლელა ხომერიკებმა. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.
უკან დაბრუნება..