ესეს კონკურსი “მე და არჩევნები” 26.07.2012

მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი ევროპის საბჭოს ფინანსური მხარდაჭერით აცხადებს ესეს კონკურსს “მე და არჩევნები” და იწვევს მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებს მონაწილეობის მისაღებად.

კონკურსის შედეგად გამოვლინდება 15 გამარჯვებული – 3 მთავარი და 12 წამახალისებელი პრიზის მფლობელი.

შედეგები გამოცხადდება და გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან 2012 წლის ივნისში.

კონკურსის მიზნებია 
* სამოქალაქო მონაწილეობის, კერძოდ არჩევნებში მონაწილეობის იდეის პოპულარიზაცია 
* სკოლის მოსწავლეებს შორის სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება

კონკურსის ძირითადი თემაა არჩევნები და მისი მნიშვნელობა,

კონკურსის ვადები: 
20 
მაისი - 25 ივნისი - ესეების მიღება 
30 ივნისი - გამარჯვებულების გამოცხადება 
15 - 21 აგვისტო - საზაფხულო სკოლა გამარჯვებული ესეების ავტორებისთვის

მიღებული ესეების განხილვა მოხდება ანანონიმურად!

შეფასებისას კომისია იხელმძღვანელებს შემდეგი კრიტერიუმებით:

* შესაბამისობა და თემატურობა (1-30 ქულა) - მთავარი საკითხის ადეკვატური გაგება და გააზრება. 
* არგუმენტაცია (1-40 ქულა) - რამდენად დამაჯარებლადაა დასაბუთებული ესეში განხილული საკითხები? მოხმობილია თუ არა არგუმენტები?
* ინდივიდუალურობა (1-15 ქულა) - ჩანს თუ არა ესეში ინდივიდუალური ხედვა და ავტორისეული პოზიცია?
* აზრობრივი და ენობრივი სიცხადე (1-15 ქულა) - გამართული გრამატიკა, ლაკონური ენა.

კონკურსის პირობები: 
* კონკურსანტი უნდა იყოს მე-11 ან მე-12 კლასის მოსწავლე.
* კონკურსანტი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე.

წესები:

თითოეულმა მონაწილემ უნდა წარადგინოს ერთი ესე. ესეს თან უნდა ახლდეს თავფურცელი, რომელზეც მითითებული იქნება ავტორის სახელი და გვარი, საკონტაქტო ინფორმაცია (მისამართი, ტელეფონი) და სკოლის მონაცემები.

ესეს ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 350 სიტყვას. 

ესე შეიძლება დაიწეროს შემდეგ ენებზე: ქართული, აფხაზური, ოსური, აზერბაიჯანული, რუსული, სომხური.

მონაწილეებმა უნდა გამოაგზავნონ ესე 20 მაისამდე ელექტრონული ფორმით მისამართზეketi@participate.ge ან მოგვაწოდონ პირადად ან ფოსტით კავკასიური ინსტიტუტის ოფისში მისამართზე: 

ა.წერეთლის გამზ. 72,თბილისი 0154.

ელექტრონული ფოსტით გამოგზავნის შემთხვევაში სათაურში ჩაწერილი უნდა იყოს “კონკურსი 2012”.

კონკურსის შედეგად შეირჩევა 15 გამარჯვებული.

პირველ ადგილზე გასული ესეს ავტორი დაჯილდოვდება IPad 2-ით; მეორე და მესამე ადგილზე გასული ესეს ავტორები დაჯილდოვდებიან ნეთბუქებით. 12 ავტორს კი გადაეცემა წამახალისებელი პრიზები. კონკურსში გამარჯვებული 15 ესეს ავტორი მიიღებს შესაბამის სერთიფიკატს და მიწვეული იქნებიან საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მისაღებად. ერთკვირიანი საზაფხულო სკოლა სამოქალაქო მონაწილეობაზე ჩატარდება აგვისტოში, ბაკურიანში ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით. 

კონკურსის შესახებ სრული ინფორმაცია იხილეთ ვებ-გვერდზე www.participate.ge ან www.cipdd.org

დამატებითი კითხვებისთვის მოგვწერეთ keti@participate.ge .

კონკურსი ტარდება ევროპის საბჭოს ფინანსური მხარდაჭერით.

 


უკან დაბრუნება..
გამოცემები ...
სიახლეების გამოწერა
  
სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები
ლინკები ...

კონტაქტი

მისამართი: თბილისი, წერეთლის გამზირი #72
ტელ: +995 32 235 51 54/235 77 37
ელ–ფოსტა: info@cipdd.org

CDS © 2012

ყველა უფლება დაცულია