16 ოქტომბერს, კავკასიურმა ინსტიტუტმა და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ დიასპორის საკითხებში, საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატთან ერთად, ჩაატარეს დისკუსია თემაზე : - "დიასპორა და სახელმწიფო: თანამშრომლობის და ურთიერთმხარდაჭერის პერსპექტივები".
შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო კვლევის "დიასპორა და სახელმწიფო: ირლანდიის, იტალიისა და სლოვენიის გამოცდილება" შედეგები და საქართველოს სახელმწიფოს დიასპორასთან ურთიერთობის სტრატეგია.
დისკუსიის ბოლოს, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატმა, დაასახელა დიასპორულ ვიდეო კონკურსში ,, დიასპორა - ხიდი საქართველოსთან“ გამარჯვებულები.
შეხვედრა ორგანიზებული იყო ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის “საქართველოსა და ევროკავშირს შორის კარგად მართული მიგრაციის ხელშეწყობა” ფარგლებში.
უკან დაბრუნება..