კონკურსი ‘ ჩემი საყვარელი ქართული მოთხრობა26.07.2012

კონკურსის გამოცხადება - 3 მაისი აპლიკაციების მიღება - 3 მაისი - 3 ივლისი  გამარჯვებულების გამოვლენა - 3 ივლისი - 20 ივლისი  გამარჯვებულების დასაჩუქრება - 20-30 ივლისი
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის არაქართულენოვანი სკოლის მე-9-მე-12 კლასების მოსწავლეებს.  კონკურსის მონაწილეებმა ქართულ ენაზე უნდა დაწერონ თემა საყვარელ ქართულ მოთხრობაზე (რომელი მოთხრობა უყვართ და რატომ). თემა არ უნდა აღემატებოდეს ა4 ფორმატის 1 გვერდს (200 სიტყვა).
გვერდის დასაწყისში უნდა იყოს მითითებული: 
                           • მონაწილის სახელი, გვარი 
                                                            • მისამართი და ტელეფონის ნომერი 
                                                                          • კლასი და სკოლა
                                                                           • თემის სათაური 
                                                                                   • ასაკი 
  კონკურსანტებმა უნდა გამოაგზავნონ თემები ელექტრონული სახით მისამართზეinfo@cipdd.org, წერილის სათაურში მითითებული უნდა იყოს სიტყვა კონკურსი. პროექტის ფარგლებში ბოლნისსა (მისამართი: სულხან საბა ორბელიანის ქუჩა 99) და ნინოწმინდაში (პუშკინის წუჩა 49ა) შექმნილი ინტერკულტურული ურთიერთობის ცენტრების თანამშრომლები მზად არიან დახმარება გაუწიონ კონკურსში მონაწილეობის მსურველ მოსწავლეებს თემების დაბეჭდვასა და გაგზავნაში.

მიღებულ აპლიკაციებს შეაფასებს დამოუკიდებელი კომისია. შეფასება მოხდება ანონიმურად. თითოეულ აპლიკაციას მიენიჭება  კოდი. თითოეულ რეგიონში გამოვლინდება 2 გამარჯვებული. გამარჯვებულებს გადაეცემა სერტიფიკატები და ფულადი პრემია - 80 ლარი. ასევე, კონკურსის გამარჯვებულები მიწვეული
იქნებიან 2012 წლის ივლისში პროექტის ფარგლებში დაგეგმილ საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მისაღებად.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ info@cipdd.orgან დარეკეთ:

 

ბოლნისში: 5 99 98 24 16 ირმა ზურაბაშვილი 
ნინოწმინდა: 5 97 75 26 42 მარინა ზალალიანი

 

კონკურსის ბროშურა: ქართულად


უკან დაბრუნება..
გამოცემები ...
სიახლეების გამოწერა
  
სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები
ლინკები ...

კონტაქტი

მისამართი: თბილისი, წერეთლის გამზირი #72
ტელ: +995 32 235 51 54/235 77 37
ელ–ფოსტა: info@cipdd.org

CDS © 2012

ყველა უფლება დაცულია