სამხრეთის კარიბჭე: არალეგარული მიგრაცია და მისი უარყოფითი მხარეები - დისკუსია ახალციხეში18.12.2014

არალეგალური მიგრაცია და მისი უარყოფითი მხარეები – დისკუსია ახალციხეში

 რა რისკები აქვს არალეგალურ მიგრაციას რა შედეგების მოტანა შეუძლია კონკრეტული ადამიანებისა და ქვეყნისთვის, – მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიურმა ინსტიტუტმა სტუდენტებთან დისკუსია გამართა. დისკუსია დღეს, 17 დეკემბერს ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში მოეწყო.
„შეხვედრა მიზნად ისახავს ახალგაზრდების ინფორმირებულობას მიგრაციის საკითხებზე. ვისაუბრეთ საზღვარგარეთ განათლების მიღების ან დასაქმების რა შესაძლებლობებია. ასევე ვისაუბრეთ რა რისკები აქვს არალეგალურ მიგრაციას და რა შედეგები შეიძლება მოუტანოს კონკრეტულად ადამიანს და ქვეყანას“, – ამბობს მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის წარმომადგენელი თიკო ტყეშელაშვილი. მისივე თქმით, 2013 წლის საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების მიხედვით, 44 პროცენტი გამოხატავს სურვილს დროებით გაემგზავროს ქვეყნიდან სხვადასხვა მიზნით. ამ კუთხით, ამ ჯგუფში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი სწორედ ახალგაზრდებია. „ამიტომ გადავწყვიტეთ ახალგაზრდებთან საუბარი. უნდა იყვნენ ინფორმირებული და დაცული, რომ არ შეექმნათ საფრთხე“.
მსგავსი შეხვედრები საქართველოს სხვადსხვა ქალაქში ტარდება. საქმიანობა ხორციელდება მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ორგანიზაციის პროექტის ფარგლებში.
პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ. „საინტერესო შეხვედრა იყო. გავიგეთ ბევრი ახალი მიგრაციის შესახებ“, – ამბობს სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი ალექსანდრე ბერიძე.


უკან დაბრუნება..
გამოცემები ...
სიახლეების გამოწერა
  
სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები
ლინკები ...

კონტაქტი

მისამართი: თბილისი, წერეთლის გამზირი #72
ტელ: +995 32 235 51 54/235 77 37
ელ–ფოსტა: info@cipdd.org

CDS © 2012

ყველა უფლება დაცულია