მშვიდობის დემოკრატიისა და განვითარების კავკასიურ ინსტიტუტში 29 იანვარს გაიმართა ბოლო შეხვედრა „ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების სალექციო კურსის“ ფარგლებში. ლექციის თემა იყო მცირე დენომინაციები, რის შესახებაც ისაუბრა საქართველოში ტოლერანტობის ცენტრის ხელმძღვანელმა, თეოლოგმა ბექა მინდიაშვილმა. ლექციის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები. შეგახსენებთ, „ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების სალექციო კურსი სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის“ განხორციელდა ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ ფინანსური მხარდაჭერით.
უკან დაბრუნება..