მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიურ ინსტიტუტში 8 აპრილს ჩატარდა მსოფლიო რელიგიათა კლუბის მეხუთე ლექცია. ლექციის სტუმარი იყო საქართველოში ევანგელურ–ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი, რუსუდან გოცირიძე. მომსხენებელმა ისაუბრა პროტესტანტული ეკლესიის წარმოშობის და მისი მოძღვრების, ევანგელურ–ბაპტისტური ეკლესიის, საქართველოში მისი მდგომარეობის, განსხვავებულ რელიგიურ ჯგუფებთან ურთიერთობის შესახებ.
უკან დაბრუნება..