ვებ-პორტალი www.shenmartav.ge პრეზენტაცია29.05.2015

22–27 მაისს, მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიურმა ინსტიტუტმა, არასამთავრობო ორგანიზაცია ,,სიდას“ სამოქალაქო კვირეულის ფარგლებში, გამართა ვებ–პორტალის www.shenmartav.ge პრეზენტაცია საქართველოს 4 თვითმმართველ ქალაქსა (ახალციხე, გორი, მცხეთა, რუსთავი) და ერთ ადმინისტრაციულ ცენტრში (მარნეული).
ვებ–პორტალის პრეზენტაციას ესწრებოდნენ სტუდენტები, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები. ვებ–პორტალი www.shenmartav.ge ფუნქციონირებს პროექტის “სამოქალაქო განათლება 2015” ფარლებში. ვებ–პორტალის www.shenmartav.ge საშუალებით მოქალაქეებს აქვთ შესაძლებლობა გაეცნონ საქართველოს პარლამენტის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს და ოთხი თვითმმართველი ქალაქის– –ახალციხის, ბათუმის, გორის, რუსთავის– მუნიციპალიტეტის საკრებულოს საქმიანობას.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია „ევროპული პარტნიორობა დემოკრატიისათვის“ და პრესის თავისუფლების პროგრამის მხარდაჭერით, რომელსაც აფინანსებს ნიდერლანდების სამეფოს მთავრობა.


უკან დაბრუნება..
გამოცემები ...
სიახლეების გამოწერა
  
სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები
ლინკები ...

კონტაქტი

მისამართი: თბილისი, წერეთლის გამზირი #72
ტელ: +995 32 235 51 54/235 77 37
ელ–ფოსტა: info@cipdd.org

CDS © 2012

ყველა უფლება დაცულია