1 ივლისს, მსოფლიო რელიგიათა კლუბის მეთექვსმეტე ლექციის სტუმარი იყო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, სოფო ზვიადაძე. თემა: „პოლიტიკური რელიგია და პოლიტიზირებული რელიგია“. მოხსენების ფარგლებში განხილულ იქნა რელიგიის პოლიტიზირებისა და პოლიტიკური რელიგიის ფენომენი, შესაბამისი მაგალითები მსოფლიოს ახალი ისტორიიდან და მათი გავლენის მნიშვნელობა საზოგადოების განვითარებაზე.
უკან დაბრუნება..