პროექტი: -"ადგილობრივი ინიციატივები ადგილობრივი განვითარებისთვის" მიზანია საქართველოს ოთხ რეგიონში განვითარებასა და სიღარიბის დაძლევაში წვლილის შეტანა ადგილობრივი მოსახლეობის გააქტიურების და შერჩეული პრობლემის მოგვარებაზე მიმართული კონკრეტული ინიციატივების განხორციელების გზით.
2015 წლის 7 ივლისს, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის და მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის წარმომადგენლები, წალკასა და სოფელ იმერაში დასახლებულ ეკომიგრანტებს შეხვდნენ. ადგილზე ჩასვლისას მოქალაქეებმა გაუზიარეს საკუთარი ისტორიები და აჩვენეს საცხოვრებელი პირობები. მათი თქმით დასახლებას დიდი ხანია არ მიეწოდება წყალი და ელექტროენერგია. დასახლებისთვის ასევე უცნობია სახელმწიფოს გეგმები მათი საცხოვრებლით დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით.
აღსანიშნავია, რომ სახელმწიფოს დღემდე არ აქვს მიღებული კანონი, რომლითაც ეკომიგრანტების სამართლებრივი მდგომარეობა და მათი უფლებები განისაზღვრება.
უკან დაბრუნება..