მსოფლიო რელიგიათა კლუბის სალექციო კურსის საზეიმო დახურვა21.07.2015

13 ივლისს კონრად ადენაუერის ფონდის თბილისის ოფისში გაიმართა „მსოფლიო რელიგიათა კლუბის“ სალექციო კურსის საზეიმო დახურვა. მონაწილეებს გადაეცათ სერთიფიკატები და გამოვლინდა კურსის ფარგლებში ჩატარებული ესეების კონკურსის სამი გამარჯვებული, რომლებიც დაჯილდოვდნენ ფასიანი პრიზებით.
„მსოფლიო რელიგიათა კლუბი“ არის მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის პროექტი, რომელიც ხორციელდება კონრად ადენაუერის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით. კლუბის მეოთხე სეზონი მიმდინარეობდა 2015 წლის 11 მარტიდან 13 ივლისის ჩათვლით. სალექციო კურსის ფარგლებში მონაწილეები გაეცნნენ მსოფლიოს ყველა დიდ რელიგიას და საქართველოში არსებულ მცირე დენომინაციებს.
კავკასიური ინსტიტუტი მადლობას უხდის კონრად ადენაუერის ფონდს თანამშრომლობისთვის, ყველა მომხსენებელს საინტერესო ლექციებისთვის და თითოეულ მონაწილეს პროექტით დაინტერესების და აქტიური მონაწილეობისთვის.


უკან დაბრუნება..
გამოცემები ...
სიახლეების გამოწერა
  
სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები
ლინკები ...

კონტაქტი

მისამართი: თბილისი, წერეთლის გამზირი #72
ტელ: +995 32 235 51 54/235 77 37
ელ–ფოსტა: info@cipdd.org

CDS © 2012

ყველა უფლება დაცულია