დისკუსია თემაზე: საგნის „მე და საზოგადოება“ სტანდარტი და მის გარშემო შექმნილი ვითარება.19.11.2015


დისკუსია თემაზე: საგნის „მე და საზოგადოება“ სტანდარტი და მის გარშემო შექმნილი ვითარება.

12 ნოემბერს, მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის ორგანიზებით გაიმართა დისკუსია თემაზე: საგნის „მე და საზოგადოება“ სტანდარტი და მის გარშემო შექმნილი ვითარება. დიკუსიის მომხსენებლებმა ნიკო სილაგაძემ (განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის წარმომადგენელი, სამოქალაქო განათლების და ისტორიის ექსპერტი) და რევაზ აფხაზავამ (განათლების პოლიტიკის დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი) ისაუბრეს სამოქალაქო განათლების მნიშვნელობასა და სანგის „მე და საზოგადოება“ სტანდარტის პროექტზე.
საპატრიარქოს განათლების ცენტრის ხელმძღვანელმა, მიტროპოლიტმა, იოანე გამრეკელმა, წარმოადგინა ცენტრის მოსაზრებები სტანდარტში ცალკეული ტერმინებისა და ცნებების შესახებ; ეკატერინე ჭითანავამ (ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის დირექტორი) კი ყურადღება გაამახვილა რელიგიური ნეიტრალიტეტის სისტემური დარღვევის ფაქტებზე საჯარო სკოლებში და სახელმძღვანელოს სტანდარტში სამოქალაქო ცნობიერების გაძლიერების მნიშვნელობაზე. დისკუსიას ესწრებოდნენ რელიგიის და განათლების თემაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები: ჟურნალისტები, სტუდენტები, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები და საპატრიარქოს წარმომადგენლები.
დისკუსია გაიმართა პროექტის „რელიგია, სახელმწიფო და საზოგადოება“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება „ეროვნული შემოწირულობა დემოკრატიისთვის“ ფინანსური მხარდაჭერით.


უკან დაბრუნება..
გამოცემები ...
სიახლეების გამოწერა
  
სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები
ლინკები ...

კონტაქტი

მისამართი: თბილისი, წერეთლის გამზირი #72
ტელ: +995 32 235 51 54/235 77 37
ელ–ფოსტა: info@cipdd.org

CDS © 2012

ყველა უფლება დაცულია