დისკუსია თემაზე: „საქართველოს სახელმწიფოს რელიგიური განვითარების სტრატეგია22.12.2015

 17 დეკემბერს, მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის ორგანიზებით, ქ. ქუთაისში, გაიმართა დისკუსია: „საქართველოს სახელმწიფოს რელიგიური განვითარების სტრატეგია". დისკუსია ჩატარდა ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის, ფონდი „აფხაზინტერკონტის“, ოფისში .
დისკუსიის განხილვის თემა იყო რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მიერ მომზადებული დოკუმენტი: „საქართველოს სახელმწიფოს რელიგიური პოლიტიკის განვითარების სტრატეგია“.
მომხსენებელმა არჩილ მეტრეველმა (რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს სამართლებრივი უზურნველყოფის სამსახურის უფროსი) ისაუბრა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს შექმნის მიზეზებსა და რელიგიური პოლიტიკის განვითარების სტრატეგიის დოკუმენტზე. ხოლო მომხსენებელმა თამთა მიქელაძემ (ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების პროგრამების დირექტორი), შეაფასა რელიგიური პოლიტიკის განვითარების სტრატეგია და აქცენტი გააკეთა სხვადასხვა პრობლემატურ საკითხზე.
დისკუსიას ესწრებოდნენ სტუდენტები, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიის წარმომადგენლები.
დისკუსია გაიმართა პროექტის „რელიგია, სახელმწიფო და საზოგადოება“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება „ეროვნული შემოწირულობა დემოკრატიისთვის“ ფინანსური მხარდაჭერით.


უკან დაბრუნება..
გამოცემები ...
სიახლეების გამოწერა
  
სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები
ლინკები ...

კონტაქტი

მისამართი: თბილისი, წერეთლის გამზირი #72
ტელ: +995 32 235 51 54/235 77 37
ელ–ფოსტა: info@cipdd.org

CDS © 2012

ყველა უფლება დაცულია