დისკუსია „ეკლესია და პოლიტიკა“ 27.04.2016

დისკუსია „ეკლესია და პოლიტიკა“ 26 აპრილს, მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის ორგანიზებით, ახალციხეში, გაიმართა დისკუსია თემაზე: „ეკლესია და პოლიტიკა“. დისკუსია ჩატარდა ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის, ”დემოკრატ მესხთა კავშირის“ საკონფერენციო დარბაზში.
დისკუსიის მომხსენებლებმა (ლევან სუთიძე-„ტაბულას“ ჟურნალისტი და რელიგიის მიმომხილველი, გია ნოდია-მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის თავმჯდომარე ) და მონაწილეებმა იმსჯელეს უნდა იყოს თუ არა ეკლესია პოლიტიკური მოთამაშე და როგორია რელობა საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ.
დისკუსიას ესწრებოდნენ: ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, ჟურნალისტები, სტუდენტები, სამცხე-ჯავახეთის მუფთი და კათოლიკე მღვდელი.
შეხვედრა გიმართა პროექტის „რელიგია, სახელმწიფო და საზოგადოება“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება “დემოკრატიის ეროვნული ფონდის“ ფინანსური მხარდაჭერით.


უკან დაბრუნება..
გამოცემები ...
სიახლეების გამოწერა
  
სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები
ლინკები ...

კონტაქტი

მისამართი: თბილისი, წერეთლის გამზირი #72
ტელ: +995 32 235 51 54/235 77 37
ელ–ფოსტა: info@cipdd.org

CDS © 2012

ყველა უფლება დაცულია