„საბჭოთა წარსულის გაცნობიერება“ პირველი ლექცია. 15.05.2016

13 მაისს, სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში, გაიმართა სასერტიფიკატო კურსის „საბჭოთა წარსულის გაცნობიერება“პირველი ლექცია.აწმყოში მიმდინარე პროცესები რომ ავხსნათ და მაქსიმალურად დავაზღვიოთ საზოგადოებაცა და საკუთარი თავიც მომავალი შეცდომებისგან, აუცილებელია, რაც შეიძლება საფუძვლიანად შევისწავლოთ და კარგად გავიაზროთ არც თუ ისე შორეული წარსული; ვიცოდეთ, რას წარმოადგენდა სახელმწიფო სახელად "საბჭოთა კავშირი",ამ მიზნით იყო შეკრებილი ასზე მეტი სტუდენტი სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში.მომხსენებელი გია ნოდია.
საბჭოთა წარსულის გაცნობიერება - სასერტიფიკატო კურსი ფონდი „სააკაშვილის საპრეზიენტო ბიბლიოთეკა“ ახალ სასერტიფიკატო კურსზე რეგისტრაციას აცხადებს. „საბჭოთა წარსულის გაცნობიერება“ – 5 ლექციანი კურსი, რომლის მეშვეობით ახალგაზრდა თაობას შესაძლებლობა ექნება შეისწავლოს, თუ როგორ მოახდინა რუსეთმა დანარჩენი რესპუბლიკების გასაბჭოება, რას ეფუძნებოდა სახელმწიფო რეპრესიული მანქანა, როგორ ფუნქციონირებდა საბჭოთა ეკონომიკა, სადაც კერძო საკუთრება არ არსებობდა, როგორ და რას მიაღწია საბჭოთა პროპაგანდამ 70 წლის განმავლობაში, როგორ შეიქმნა და იმართებოდა აღმოსავლეთ ევროპის სოციალისტური ბლოკი. ამ კურსის მიზანია მსმენელებს არა მხოლოდ გააცნოს მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენები, არამედ დღევანდელი ჩვენი საზოგადოების ღირებულებების, მოლოდინების და პრობლემების გააზრებაში შეუწყოს ხელი.
ლექციებს წაიკითხავენ: ილიას სახელმიწოფო უნივერსიტეტის პრორექტორი, პროფ. დავით აფრასიძე, საქართველოს გ. ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი, ფილოსოფიის დოქტორი ლაშა ბაქრაძე, ეკონომიკის მეცნიერებათა კანდიდატი, საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი რომან გოცირიძე,მშვიდობის,დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის ხელმძღვანელი გია ნოდია, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე, საზოგადოება „ივერიის“ დამფუძნებელი ნიკოლოზ ვაშაკიძე.


უკან დაბრუნება..
გამოცემები ...
სიახლეების გამოწერა
  
სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები
ლინკები ...

კონტაქტი

მისამართი: თბილისი, წერეთლის გამზირი #72
ტელ: +995 32 235 51 54/235 77 37
ელ–ფოსტა: info@cipdd.org

CDS © 2012

ყველა უფლება დაცულია