სამცხე–ჯავახეთის სტუდენტებისთვის მოეწყო მრავალფეროვნების ტური30.05.2016

28 მაისს, მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის ორგანიზებით, პროექტი "პლურალიზმის, მრავალფეროვნების და რელიგიური ტოლერანტობის სალექციო კურსის" ფარგლებში, სამცხე–ჯავახეთის სტუდენტებისთვის მოეწყო მრავალფეროვნების ტური. სალექციო კურსის მონაწილეები სოფელ გორელოვკას ესტუმრნენ და მასში მცხოვრები დუხაბორების უძველესი სახლები, სალოცავები და ლიდერთა განსასვენებლები მოინახულეს. გორელოვკის შემდეგ, ტურის მონაწილეები ქალაქ ახალქალაქს ესტუმრნენ და ქრისტიანული სიწმინდე–ტურინის სუდარის ზუსტი ასლი, ასევე „სურბ ხაჩ“-ის სახელობის სომხური სამოციქულო ეკლესია მოინახულეს.
ერთ-ერთი ბოლო ისტორიული ძეგლი, რომელიც ტურის მონაწილეებმა დაათვალიერეს, ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ოშორაში არსებული მეჩეთი იყო.
პროექტი ხორციელდება საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მხარდაჭერით. ფოტოებისთვის მადლობას ვუხდით დემოკრატ მესხთა კავშირს.


უკან დაბრუნება..
გამოცემები ...
სიახლეების გამოწერა
  
სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები
ლინკები ...

კონტაქტი

მისამართი: თბილისი, წერეთლის გამზირი #72
ტელ: +995 32 235 51 54/235 77 37
ელ–ფოსტა: info@cipdd.org

CDS © 2012

ყველა უფლება დაცულია