
6 ივნისს, „მსოფლიო რელიგიათა კლუბის“ სტუმარი იყო საქართველოს ევანგელურ–ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი, ქალბატონი რუსუდან გოცირიძე. მომხსენებელმა გააცნო დამსწრე საზოგადოებას პროტესტანტიზმის დეფინიცია და მასთან დაკავშირებული ძირითადი და მნიშვნელოვანი საკითხები. პროტესტანტიზმი (ლათ. protestans, ნათესაობითი ბრუნვა protestantis - ის, ვინც საჯაროდ ამტკიცებს) — ქრისტიანობის სამი მთავარი განშტოებიდან ერთ-ერთია და წარმოადგენს რამდენიმე მსხვილი მიმდინარეობის და ბევრი დამოუკიდებელი ეკლესიის ერთობლიობას, რომლებიც წარმოშობით დაკავშირებულნი არიან ანტიკათოლიკურ, შუა საუკუნეებიის ეკლესიის ევროპულ რეფორმაციასთან, რომლის ძირითადი სულისჩამდგმელები ინგლისელი ჯონ უიკლიფი (1320-1384), ჩეხი იან ჰუსი (1369-1415) და გერმანელი ბერი მარტინ ლუთერი (1483-1546) იყვნენ.
ამჟამად მსოფლიოში 600 მილიონამდე პროტესტანტია, აქედან 350 მილიონი აფრიკაში, 120 მილიონი ევროპაში, 80 მილიონი ლათინურ ამერიკაში, 65 მილიონი აზიაში და 10 მილიონი ავსტრალიასა და მიმდებარე კუნძულებზე- აღნიშნა მომხსენებელმა.
ამ შეხვედრით დასრულდა ქრისტიანობის გაცნობა, შემდეგ ლექციებს კლუბის მონაწილეები მოისმენენ სხვა მსოფლიო რელიგიების შესახებ.
უკან დაბრუნება..