კვლევის შედეგების - " რელიგია, საზოგადოება და პოლიტიკა საქართველოში" - პრეზენტაცია23.06.2016

17 ივნისს, მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის ორგანიზებით, ევროპის სახლში, გაიმართა კვლევის შედეგების - „რელიგია, საზოგადოება და პოლიტიკა საქართველოში" - პრეზენტაცია.
პროექტის ავტორებმა და მკვლევარებმა შეაჯამეს ორი კვლევის შედეგები. დამსწრე საზოგადოებისთვის დარიგდა ბროშურები, რომლებშიც წარმოდგენილი იყო შემდეგი ანგარიში:
1. მართლმადიდებელი ეკლესიის გავლენა: პოლიტიკური პროცესები და არჩევნები საქართველოში;
2. "მე არ ვარ თათარი, მე ვარ მუსლიმი ქართველი"-რელიგიის ტრანსფორმაცია და რელიგიური იდენტობის რამდენიმე თავისებურება აჭარაში.
კვლევა განხორციელდა მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის მიერ პროექტის -" რელიგია, საზოგადოება და პოლიტიკა საქართველოში"-ფარგლებში, კავკასიის შვეიცარიული აკადემიური ქსელის (ASCN) და ფონდი ღია საზოგადოების, ახალგაზრდა პროფესიონალთა განვითარების პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით.


უკან დაბრუნება..
გამოცემები ...
სიახლეების გამოწერა
  
სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები
ლინკები ...

კონტაქტი

მისამართი: თბილისი, წერეთლის გამზირი #72
ტელ: +995 32 235 51 54/235 77 37
ელ–ფოსტა: info@cipdd.org

CDS © 2012

ყველა უფლება დაცულია