მსოფლიო რელიგიათა კლუბის მეექვსე სეზონი იწყება!07.02.2017

მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი და კონრად ადენაუერის ფონდის რეგიონული პროგრამა სამხრეთ კავკასიის პოლიტიკური დიალოგი იწყებს მსოფლიო რელიგიათა კლუბის მეექვსე სეზონს!
კურსის მონაწილეებს ხუთი თვის განმავლობაში საშუალება ექნებათ, გაეცნონ მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული რელიგიების (იუდაიზმი, ქრისტიანობა, ისლამი, ჰინდუიზმი, ბუდიზმი და ა.შ) ძირითად არსს და ისტორიას, დაესწრონ შესაბამისი დარგის წამყვანი სპეციალისტების ლექციებს და შეხვდნენ სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლებს.
კლუბის წევრები ასევე მოისმენენ ლექციებს რელიგიასთან დაკავშირებულ აქტუალურ საკითხებზე პოლიტიკურ და სოციალურ მეცნიერებებში, მონაწილეობას მიიღებენ კლუბის მიერ ორგანიზებულ დისკუსიებში.ამასთანავე, კურსი ითვალისწინებს საქართველოში არსებული რელიგიური ძეგლების და ცენტრების დათვალიერებას, ესეების კონკურსს და ფილმების ჩვენებას.
ლექციები დაიწყება მარტიდან და ჩატარდება ყოველ ოთხშაბათს, 16:00-დან 18:00 საათამდე.
სალექციო კურსი უფასოა! სრული კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა სერთიფიკატი.
განაცხადის შემოტანა შეუძლიათ 18-დან 30 წლამდე სტუდენტებსა და ახალგაზრდებს. აპლიკაციის გამოგზავნის ბოლო ვადაა 2017 წლის 26 თებერვალი. სააპლიკაციო ფორმა გთხოვთ, შევსებული აპლიკაცია გამოგვიგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამრთზე:elene-nod@cipdd.org


უკან დაბრუნება..
გამოცემები ...
სიახლეების გამოწერა
  
სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები
ლინკები ...

კონტაქტი

მისამართი: თბილისი, წერეთლის გამზირი #72
ტელ: +995 32 235 51 54/235 77 37
ელ–ფოსტა: info@cipdd.org

CDS © 2012

ყველა უფლება დაცულია