პროექტი - „ავარელი და ქართველი ახალგაზრდების სამოქალაქო ინტეგრაციის გაძლიერება”- გრძელდება!!!21.11.2018

მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი 2017 წ. თებერვლიდან მუშაობს ავარული თემის სამოქალაქო ინტეგრაციის მიმართულებით. ინსტიტუტმა ღია საზოგადოების ფონდის მხარდაჭერით განახორციელა პროექტი -  „ავარელი და ქართველი ახალგაზრდების სამოქალაქო ინტეგრაციის გაძლიერება”, და რომლის მიზანი იყო, ერთი მხრივ, ქართველ და ავარელ ახალგაზრდებს შორის ურთიერთგაუცხოების შემცირება, მეორე მხრივ, სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობა.
კავკასიური ინსტიტუტი პროექტის მეორე სეზონს იწყებს. ფინანსური მხარდამჭერი -ღია საზოგადოების ფონდია. პროექტში მონაწილეობას მიიღებენ ყვარლის რაიონის სოფლების თივის, ჩანტლისყურეს, სარუსოს, ახალსოფლის და გავაზის მცხოვრები მასწავლებლები და მოსწავლეები.
პროექტის მიზანია ავარული თემის ინტეგრაციის მხარდაჭერა და მათი ხილვადობის გაზრდა ქართულ საზოგადოებაში; მონაწილეებისთვის საქართველოს ისტორიასა და კულტურაში რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების წვლილის ჩვენება, სწავლების თანამედროვე მეთოდოლოგიის სწავლება; ახალგაზრდების ჩართვა სამოქალაქო ინტეგრაციისკენ მიმართულ აქტივობებში; მუშაობა მედია ორგანიზაციებთან ავარელთა თემის ხილვადობის გაზრდის მიმართულებით. საქართველოში, კახეთში, ყვარლის მუნიციპალიტეტის სამ სოფელში ცხოვრობენ (თივი, სარუსო და ჩანტლისყურე). სტაბილურად საქართველოში ამ თემში დაახლოებით 1000 ადამიანი ცხოვრობს, სეზონურად კი მათი რაოდენობა 3000 აღწევს. ეს თემი საქართველოში დაღესტნიდან რამდენიმე ტალღად XIX-XX სს.-ებში მიგრაციის შედეგად გაჩნდა. ამ ეთნო-რელიგიური უმცირესობის მიმართ ქართულ საზოგადოებაში ინტერესი მცირეა. სემინარების პარალელურად ჩატარდება შემეცნებითი „მრავალფეროვნების ტურები“.
ტურის მთავარი მიზანია მონაწილეებმა დაინახონ სხვადასხვა კულტურის წარმომადგენლების მიერ საქართველოს განვითარებაში შეტანილი წვლილი. ამასთან ერთად, მონაწილეები დაეუფლებიან ზეპირი ისტორიის ტექნიკით ახალი ისტორიის კვლევასა და გადმოცემას, როგორც ინტერვიუების, ისე სხვადასხვა დოკუმენტების, საარქივო მონაცემების, ოჯახში არსებული წერილების საშუალებით. მათ მიერ შეგროვებულ ინტერვიუების პერიოდულად გაზიარება მოხდება.....


უკან დაბრუნება..
გამოცემები ...
სიახლეების გამოწერა
  
სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები
ლინკები ...

კონტაქტი

მისამართი: თბილისი, წერეთლის გამზირი #72
ტელ: +995 32 235 51 54/235 77 37
ელ–ფოსტა: info@cipdd.org

CDS © 2012

ყველა უფლება დაცულია