ბრიტანულ-ქართული აკადემიის საჩუქარი ავარელ და ქართველ ახალგაზრდებს !!!19.12.2018

პროექტი - „ავარელი და ქართველი ახალგაზრდების სამოქალაქო ინტეგრაციის გაძლიერება”- გრძელდება!!!
პროექტის მიზანია ავარული თემის ინტეგრაციის მხარდაჭერა და მათი ხილვადობის გაზრდა ქართულ საზოგადოებაში.ბრიტანულ-ქართულმა აკადემია -მ ჩვენი ახალგაზრდები თავისთან მიიწვია და კამპანიაში "პროგრამირების ერთი საათი" ჩართო. ბავშვები თანატოლებთან ერთად გაეცნენ თანამედროვე ტექნოლოგიებს, დაესწრნენ მასტერ-კლასს პროგრამირებაში და მრავალ სახალისო აქტივობაში მიიღეს მონაწილეობა.
ბრიტანულ-ქართული აკადემიის მოსწავლეებმა, ჩვენი პროექტის მონაწილეები ბევრი და საინტერესო წიგნითაც დაასაჩუქრეს, რომლებიც თანაბრად გადანაწილდა: წიგნების ნაწილი ერგო სოფელ თივის სამკითხველოს, ახალსოფლის ღია ბიბლიოთეკას და სოფელ გავაზის საჯარო სკოლის მოსწვლეებს!


უკან დაბრუნება..
გამოცემები ...
სიახლეების გამოწერა
  
სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები
ლინკები ...

კონტაქტი

მისამართი: თბილისი, წერეთლის გამზირი #72
ტელ: +995 32 235 51 54/235 77 37
ელ–ფოსტა: info@cipdd.org

CDS © 2012

ყველა უფლება დაცულია