„მსოფლიო რელიგიათა კლუბის“ მეორე ლექცია!04.04.2019

„მსოფლიო რელიგიათა კლუბის“ მეორე ლექცია! თემა: ჰინდუიზმი და ბუდჰიზმი. მომხსენებელი: ნინო ქილარჯიანი , თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორი. ლექციის პირველ ნაწილში მომხესებელმა ისაუბრა ჰინდუიზმის ისტორიულ პერსპექტივაზე და ჰინდუიზმის თანამედროვე გამოწვევებზე. ლექციის მეორე ნაწილში განხილულ იქნა ბუდჰიზმი, ბუდჰიზმის იდეა და მისი როლი დასავლეთსა და აღმოსავლეთში.
პროექტის ფარგლებში ქუთაისში მცხოვრებ სტუდენტებს და საკითხით დაინტერესებულ ადამიანებს ხუთი თვის განმავლობაში საშუალება ექნებათ გაეცნონ მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული რელიგიების (იუდაიზმი, ქრისტიანობა, ისლამი, ჰინდუიზმი, ბუდიზმი) ძირითად არსს და ისტორიას, დაესწრონ შესაბამისი დარგის წამყვანი სპეციალისტების ლექციებს და შეხვდნენ სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლებს.
კურსის მონაწილეები ასევე მოისმენენ ლექციებს კულტურასა და რელიგიასთან დაკავშირებულ აქტუალურ საკითხებზე, მონაწილეობას მიიღებენ პროექტის ფარგლებში ორგანიზებულ დისკუსიებში. კლუბის წევრებს საშუალება ექნებათ დაათვალიერონ საქართველოში არსებული რელიგიური უმცირესობების ძეგლები და ცენტრები და გაეცნონ ამა თუ იმ რელიგიური უმცირესობის თემის წარმომადგენელთა წვლილს საქართველოს ისტორიასა და კულტურაში!
პროექტს ახორციელებს მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი (CIPDD) და კონრად ადენაუერის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური პროგრამა (KAS) ქუთაისის ადგილობრივ ორგანიზაციასთან, რეგიონალური გაძლიერება დემოკრატიისთვის (RED) ერთად.


უკან დაბრუნება..
გამოცემები ...
სიახლეების გამოწერა
  
სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები
ლინკები ...

კონტაქტი

მისამართი: თბილისი, წერეთლის გამზირი #72
ტელ: +995 32 235 51 54/235 77 37
ელ–ფოსტა: info@cipdd.org

CDS © 2012

ყველა უფლება დაცულია