პოლიტიკის ნარკვევის "ანტილიბერალური ნეიტივისტური გამოწვევა საქართველოსთვის" ონლაინ პრეზენტაცია30.10.2020

2020 წლის 29 ოქტომბერს, 12:00 საათზე, მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის ინიციატივით გაიმართა პოლიტიკის ნარკვევის ანტილიბერალური ნეიტივისტური გამოწვევა საქართველოსთვის: რამდენად დიდია ის და რა შეიძლება გავაკეთოთ ამასთან დაკავშირებით? ონლაინ პრეზენტაცია. მომხსენებელი, პოლიტიკის ნარკვევის ავტორი - გია ნოდია. მომხსენებელმა ისაუბრა ნარკვევის აქტუალობაზე და ნაშრომის მიზანზე: შეაფასოს რას მოასწავებს ანტილიბერალური ნეიტივისტური ჯგუფების გაძლიერება საქართველოს დემოკრატიული განვითარების თვალსაზრისით უნდა ჩავთვალოთ ის საფრთხედ, რომელზეც შესაბამისი რეაგირებაა საჭირო, თუ ეს პროცესი უნდა დავინახოთ   როგორც დემოკრატიული პლურალიზმის გარდუვალი, თუმცა, შესაძლოა, ლიბერალური მსოფლმხედველობის ადამიანებისთვის არასასურველი გამოვლენა?  მოხსენების შემდეგ გაიმართა დისკუსია.


უკან დაბრუნება..
გამოცემები ...
სიახლეების გამოწერა
  
სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები
ლინკები ...

კონტაქტი

მისამართი: თბილისი, წერეთლის გამზირი #72
ტელ: +995 32 235 51 54/235 77 37
ელ–ფოსტა: info@cipdd.org

CDS © 2012

ყველა უფლება დაცულია