მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი გთავაზობთ საზაფხულო ლექციების და დისკუსიების კურსს!15.06.2021

ინსტიტუტი გთავაზობთ საზაფხულო ლექციების და დისკუსიების კურსს: "ლიბერალიზმი და მისი კონკურენტები - რაზე კამათობენ თანამედროვე სამყაროში?"  ექვს კვირიანი კურსის ფარგლებში მონაწილეები გაერკვევიან ლიბერალიზმის ძირითად იდეებს, გაეცნობიან იმ დისკუსიების არსს, რომელიც დღეს მსოფლიოში მიმდინარეობს. კურსის ფორმატით გათვალისწინებულია როგორც ინტერაქციული ლექციები, ასევე დებატები, სადაც ერთმანეთს შეეჯახება საპირისპირო შეხედულებები თანამედროვეობის განსაკუთრებით აქტუალურ პრობლემებზე. ეს კურსის მონაწილეებს საშუალებას მისცემს საკითხი უფრო ცოცხლად და მრავალმხრივად აღიქვან. 
 კურსს გაუძღვება საქართველოში წამყვანი ანალიტიკოსები და მეცნიერები: პროფესორი გია ნოდია, პროფესორი ზურაბ ჭიაბერაშვილი, თეოლოგი მალხაზ სონღულაშვილი, ეპისკოპოსი რუსუდან გოცირიძე, სანდრო თარხან-მოურავი, გრიგოლ გეგელია, გიორგი ცხადაია.
 კურსი დაიწყება ივნისის ბოლოს და გაგრძელდება ექვსი კვირის განმავლობაში. შეხვედრები ჩატარდება კვირაში ერთხელ, თითოეული სესიის ხანგრძლივობაა ორი საათი. კურსის ღირებულებაა 250 ლარი.დასრულების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატები (სრულად დასწრების შემთხვევაში).  ყველაზე აქტიურ მონაწილეებს კავკასიური   ინსტიტუტი შემოგთავაზებთ კვლევით სტაჟირებას 3-დან 6 თვემდე. დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV 25 ივნისამდე, მისამართზე: info@cipdd.org


უკან დაბრუნება..
გამოცემები ...
სიახლეების გამოწერა
  
სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები
ლინკები ...

კონტაქტი

მისამართი: თბილისი, წერეთლის გამზირი #72
ტელ: +995 32 235 51 54/235 77 37
ელ–ფოსტა: info@cipdd.org

CDS © 2012

ყველა უფლება დაცულია