კავკასიური ინსტიტუტის და ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს პროგრამის ფარგლებში, ახალ პროექტს ჩაეყარა საფუძველი ... პროექტის სახელწოდებაა: - „განსხვავებული რელიგიური ჯგუფების გაძლიერება სათემო და სამოქალაქო აქტივობებში“. პროექტის ხანგრძლივობა დაახლოებით წელიწადნახევარია .
ჩვენი და ჩვენი პარტნიორების მთავარი მიზანია, არადომინანტი რელიგიური ჯგუფის წარმომადგენლებმა თავად განსაზღვრონ , რა არის მათი მთავარი სათქმელი, რა სტერეოტიპების და იარლიყების ჩამოშორება უნდათ და რა გზებია ამ პრობლემების გადასწყვეტად ყველაზე ეფექტური.
პარტნიორები: ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის წარმომადგენლები, საქართველოში, მოამზადებენ ე.წ. city games-ის ჩვენებურ ვერსიას - „კომპასს“. საქართველოს ოთხ განსაკუთრებულად მრავალფეროვან რეგიონში, „კომპასის“ შემქმნელები მსურველებს, თავგადასავლების, თავსატეხების და მხიარულების პარალელურად, გააცნობენ მათი ქალაქების რელიგიურ და ეთნიკურ სიჭრელეს. შემდგომში ამ თამაშის გამოყენება შეეძლებათ მასწავლებლებს, მოსწავლეებს, ტურისტებს და ა.შ.
კავკასიური ინსიტუტის სხვადახვა პროექტიდან შეძენილი რამდენიმე მეგობრის შეკავშირებით მოხდა ერთ ქსელად ჩამოყალიბება და ერთობლივად საქმეების კეთება. რვა ახალგაზრდა ადამიანი, რომლებიც გეოგრაფიულად ერთმანეთისგან დაშორებულად ცხოვრობენ (დუისი, ყვარელი, წალკა, ხულო, თეთრიწყარო, ახალქალაქი, ხულდარა, ახალციხე), მაგრამ ფასეულობებით, ძალიან ახლოს არიან ერთმანეთთან.
სხვადასხვა რელიგიური დენომინაციის წარმომადგენლებთან ერთად შეიქმნა საქართველოში ყველაზე გავრცელებული რელიგიების შესახებ კურსი, მოხდა დაკავშირება პროფესიონალებთან და მათთან ერთად საქართველოს ოთხ რეგიონში ჩატარდება ლექციები დაინტერესებული მსურველისთვის.
უკან დაბრუნება..