მცხეთის სასწავლო ცენტრში არსებული ახალგაზრდების განვითარების პროგრამის ფარგლებში, მორიგი ტრენინგი ჩატარდა თემაზე: „კულტურული მრავალფეროვნების როლი დემოკრატიულ პროცესებში“.
ტრენინგს უძღვებოდა კავკასიური ინსტიტუტის (CIPDD) საგანმანათლებლო პროექტების კოორდინატორი - რუსუდან აფციაური. უმნიშვნელოვანესია, რომ ახალგაზრდები ვაცნობიერებდეთ კულტურული და რელიგიური მრავალფეროვნების დადებით მხარეებს, პატივს ვცემდეთ განსხვავებულ ადამიანებს და ერთად, თითოეული ადამიანის უნიკალურობის გათვალისწინებით,
მონაწილეობა მივიღოთ მშვიდობის პროცესის მშენებლობასა და ჩვენი ქვეყნის განვითარებაში. გვსურს, დიდი მადლობა გადავუხადოთ რუსუდანს, საინტერესო და საჭირო ტრენინგისა და არაჩვეულებრივი წიგნებისათვის, რომელიც მან მცხეთის სასწავლო ცენტრის ახალგაზრდებს გადასცა
უკან დაბრუნება..