პროექტი: "აჭარაში მცხოვრები ქალებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების გაძლიერება"31.01.2024

ფონდი „პური მსოფლიოსთვის“(Bread for the World)  მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკადსიური ინსტიტუტის ფინანსური მხარდაჭერით, აჭარის რეგიონში 2023 წლის ივნისიდან ახორციელებს პროექტს  "აჭარაში მცხოვრები ქალებისა და შშმ პირების გაძლიერება".
პროექტის მიზანი: აჭარაში მცხოვრები შშმ პირებისა და ქალების სოციოკულტურული ინტეგრაცია და ეკონომიკური გაძლიერება.
პროექტის ბენეფიციარები: შშმ პირები და ქალები, რომლებიც ამზადებენ დეკორატიულ და გამოყენებით ხელნაკეთ ნივთებს( ქსოვენ, ქარგავენ).
პირველი ეტაპი: მიზნობრივი ჯგუფის მონაცემთა ბაზის შექმნა და  მუდმივი განახლება.
ამ ეტაპისათვის ბაზაში შესულია 168 პირი.
პროექტის შედეგი: შშმ პირებისა და ქალების მიერ წარმოებული საქონლის ბაზარზე გატანა და რეალიზება, ამ გზით მათთვის შემოსავლის წყაროს შექმნა. ამ ეტაპზე ბენეფიციარების მხოლოდ 3 % ახაერხებს ამ საქმიანობით შემოსავლის მიღებას (ხშირ შემთხვევაში პერიოდულად).
პროექტის ფარგლებში იგეგმება:
• ბენეფიციარებისთვის მიზნობრივი მასტერკლასები და ტრენინგები, რათა უფრო დახელოვდნენ თავიანთ ხელსაქმეში და აამაღლონ პროდუქციის ხარისხი, მარკეტინგული მიმზიდველობა.
• პერიოდული დიდი და მუდმივმოქმედი მცირე გამოფენა-გაყიდვების მოწყობა. (პირველი გამოფენა-გაყიდვა იგეგმება 2024 წლის მარტში).
• ბენეფიციარი შშმ პირებისა და ქალების ჩართულობით ორგანიზაციული სტრუქტურის ჩამოყალიბება . • ონლაინ გაყიდვების პლატფორმის შექმნა.
• საჭირო მასალების შეძენა სოციალურად დაუცველი ბენეფიციარებისთვის.
• პროექტის ფარგლებში დამზადებული ხელნაკეთი ნივთების ბრენდირება.


უკან დაბრუნება..
გამოცემები ...
სიახლეების გამოწერა
  
სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები
ლინკები ...

კონტაქტი

მისამართი: თბილისი, წერეთლის გამზირი #72
ტელ: +995 32 235 51 54/235 77 37
ელ–ფოსტა: info@cipdd.org

CDS © 2012

ყველა უფლება დაცულია