კავკასიური ინსტიტუტი აცხადებს ვაკანსიას მკვლევარის პოზიციაზე. შერჩეული მკვლევარი პასუხისმგებელი იქნება, მოახდინოს მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების მონიტორინგი გარკვეული თემატიკის ირგვლივ (შარლ მიშელის ხელშეკრულების იმპლემენტაცია და ამასთან დაკავშირებული მოვლენები და პოლიტიკური დისკუსია) და ამის საფუძველზე მოამზადოს პერიოდული ანალიტიკური ანგარიშები. სამუშაოს დაწყების თარიღია 20 ივნისი. ხანგრძლივობა: 4 თვე განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 13 ივნისი. დეტალური აღწერისთვის, გთხოვთ, იხილოთ სრული განაცხადი: https://jobs.ge/ge/?view=jobs&id=306912

სრულად ნახვა ...

მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი და კონრად ადენაუერის ფონდის რეგიონული პროგრამა „სამხრეთ კავკასიის პოლიტიკური დიალოგი“ იწყებს მსოფლიო რელიგიათა კლუბის ახალ სეზონს , ახალციხეში . კურსის მონაწილეებს საშუალება ექნებათ, გაეცნონ მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული რელიგიების (იუდაიზმი, ქრისტიანობა, ისლამი, ჰინდუიზმი, ბუდიზმი და ა.შ) ძირითად არსს და ისტორიას.

სრულად ნახვა ...

პროექტი: "სოფლის  თემების ჩართულობა და მდგრადი განვითარება საქართველოში". სათემო საინიციატივო ჯგუფების ტრენინგი ბორჯომში. 12-14 მარტი, 2021.   პროექტი: " სოფლის თემების ჩართულობა და მდგრადი განვითარება საქართველოში" დაფინანსებულია "Bread for the World"-ის მიერ.

სრულად ნახვა ...

Women’s Participation in Community Development – Experience and Challenges in Four Regions of Georgia
ქალთა ჩართულობა თემის განვითარებაში- გამოცდილება და პრობლემები საქართველოს ოთხ რეგიონში;მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი რეგიონალურ პარტნიორებთან ერთად , ახორციელებს სოფლად თემის განვითარების პროექტებს. მუშაობის გამოცდილებამ ორგანიზაციას უბიძგა დაინტერესებულიყო სათემო განვითარების პროექტებში ქალთა არასაკმარისი ჩართულობის მიზეზებით.

სრულად ნახვა ...

სექტემბერ-ნოემბერში პროექტის "ჩართულობა და სასოფლო თემის მდგრადი განვითარება საქართველოში" საინიციატივო ჯგუფებთან შეხვედრაზე, მონაწილეებმა განსახორციელებელ სათემო ინიციატივებზე და სამოქალაქო ჩართულობის ახალ შესაძლებლობებზე იმსჯელეს. 

სრულად ნახვა ...

 1  | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | შემდეგი | ბოლო
გამოცემები ...
სიახლეების გამოწერა
  
სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები
ლინკები ...

კონტაქტი

მისამართი: თბილისი, წერეთლის გამზირი #72
ტელ: +995 32 235 51 54/235 77 37
ელ–ფოსტა: info@cipdd.org

CDS © 2012

ყველა უფლება დაცულია