21–22 ნოემბერს ბათუმსა და ახალციხეში ჩატარდა რიგით მეორე ლექცია პლურალიზმის, მრავალფეროვნებისა და რელიგიური ტოლერანტობის კურსის ფარგლებში. მოხსენების თემას წარმოადგენდა ქალი ქრისტიანულ ტრადიციაში და იუმორი და რელიგია. შეხვედრის სტუმრები იყვნენ ევანგელურ–ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი რუსუდან გოცირიძე და სცენარისტ–იუმორისტი გიორგი ჯანელიძე.
სრულად ნახვა ...
სტუდია რე-ს ტელედისკუსია. რამდენად ახერხებენ მოქალაქეები თვითმმართველობაში მონაწილეობის მიღებას, რამდენად ღიაა ადგილობრივი თვითმმართველობა მოქალაქეებისთვის. ამ საკითხებს , სტუდია რე სტუმრებთან ერთად არკვევდა. დიკუსიაში მონაწილეობას იღებდა კავკასიური ინსტიტუტის პროექტების მენეჯერი - თიკო ტყეშელაშვილი.
სრულად ნახვა ...
დღეს კავკასიური ინსტიტუტი იუბილარია.
მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი (CIPDD) დამოუკიდებელი, საჯარო პოლიტიკის საკითხებზე მომუშავე კვლევითი ცენტრია. ინსტიტუტი დაფუძნდა თბილისში 1992 წელს. CIPDD არის არასამთავრობო და არასამეწარმეო ორგანიზაცია და არ უკავშირდება რომელიმე პოლიტიკურ პარტიას. მაგრამ ის არ არის ნეიტრალური, პოლიტიკური ღირებულებების თვალსაზრისით. საჭიროების შემთხვევაში ის მონაწილეობს ლიბერალური დემოკრატიის მხარდამჭერ სამოქალაქო ინიციატივებში.
სრულად ნახვა ...
|
გამოცემები ...
|