ჯავახეთი აგვისტოს ომიდან ერთი წლის შემდეგ
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ ჯავახეთი კიდევ ერთხელ იქცა პოლიტიკური სპეკულაციების თემად. საგაზეთო პუბლიკაციებში, ზოგიერთი პოლიტიკოსის საჯარო გამოსვლებში ღიად ითქვა, რომ აქ მოქმედებენ ქვეყნისადმი არაკეთილგანწყობილი ძალები, რომლებიც არსებულ პრობლემებს აუცილებლად საქართველოს წინააღმდეგ გამოიყენებენ.
წინამდებარე პოლიტიკის ანალიზში შევეცადეთ, ყურადღება გაგვემახვილებინა იმ პრობლემურ საკითხებზე, რომლებიც რეგიონში 2008 წლის ომამდე ბევრად ადრე არსებობდა. ასეთ პრობლემებს განეკუთვნება: * სამართალდამცავი ორგანოებისა და ზოგადად, სასამართლო სისტემის მოქმედება * განათლების პრობლემები * დასაქმებისა და მიგრაციის საკითხები * სადავო ეკლესიების თემა და * მაჰმადიანი მესხების რეპატრიაცია
ანალიზში ნაჩვენებია, რომ ცალკეული მიმართულებებით არსებული მიღწევების მიუხედავად, პრობლემების უმრავლესობა კვლავ აქტუალურია. ანალიზის ბოლოს მოცემული რეკომენდაციები განკუთვნილია ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლებებისათვის, რეგიონში მოქმედი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებისათვის.
პოლიტიკის ანგარიშის სრული ვერსია
|